Accessibility links

logo-print

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის ბან კი-მუნის განცხადებით, გაეროს სურს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის ბან კი-მუნის განცხადებით, გაეროს სურს
გააფართოვოს ერაყის დახმარება. თუმცა ქვეყანის ამჟამინდელი მეტად არასტაბილური მდგომარეობა გაეროს ერაყში უფრო ფართო წარმომადგენლობის გაგზავნის საშუალებას არ აძლევს: "უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა ჯერ ისევ არასტაბილურია. ვიმედოვნებ, რომ ვითარება რაც შეიძლება სწრაფად გამოსწორდება. მართალია, საერთაშორისო ძალებისა და ადგილობრივი მთავრობის ძალისხმევით უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება უმჯობესდება, მაგრამ, ვფიქრობ, გაცილებით მეტი უნდა გაკეთდეს." ბან კი-მუნმა ეს განცხადება გააკეთა ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში მას შემდეგ, რაც ის ერაყის პრემიერ-მინისტრს ნური ალ-მალიკის შეხვდა. გაეროს შტაბ-ბინაში განიხილებოდა ერაყის დახმარების საკითხი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აშშ-ის, რუსეთის, ჩინეთის, მსოფლიოს სხვა გავლენიანი სახელმწიფოებისა და ერაყის უშუალო მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG