Accessibility links

logo-print

გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ-იორკში, დღეს ავღანეთის


გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ-იორკში, დღეს ავღანეთის საკითხზე მსჯელობდნენ. შედგა საგანგებო საერთაშორისო შეხვედრა,

გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ-იორკში, დღეს ავღანეთის საკითხზე მსჯელობდნენ. შედგა საგანგებო საერთაშორისო შეხვედრა,
რომელზეც განიხილავდნენ ავღანეთში აღმშენებლობის პროცესის მიმდინარეობას. საუბარი შეეხებოდა ქვეყანაში დახვეწილი მმართველობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობას. აქტიური მსჯელობა გაიმართა ტერორიზმთან დაკავშირებით, დაგმეს ექსტრემისტების "ტერორისტული საქმიანობა". ქაბულს დაეკისრა ვალდებულება გააძლიეროს ბრძოლა კორუფციასთან და ნარკობიზნესთან. შეხვედრას ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი გაეროს გენერალურ მდივანთან ბან კი-მუნთან ერთად უძღვებოდა. შეხვედრაში 24 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
XS
SM
MD
LG