Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი


თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ღიად დაუპირისპირდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ღიად დაუპირისპირდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.
ოქრუაშვილმა დღეს გააკეთა განცხადება ახალი ოპოზიციური ორგანიზაციის “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” შექმნის შესახებ, და ხელისუფლებას მრავალი ბრალდება წაუყენა. ოქრუაშვილის განცხადებით, "სააკაშვილის მმართველობის გეგმამ (...) ცხოვრების ყოველდღიურ წესად აქცია უზნეობა, უსამართლობა, ადამიანის ჩაგვრა, სახლების და ეკლესიების ნგრევა, ძარცვა, კაცის კვლა." იქვე ოქრუაშვილმა გაიხსენა, რომ 3 წლის წინ, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, გამოძალვისა და ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია, მაგრამ ის პრეზიდენტ სააკაშვილის დაჟინებული მოთხოვნით ისევ გაათავისუფლა. დღესვე, მოგვიანებით, ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში ოქროუაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას, 2005 წლის ივლისში, შს მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაცია დაავალა, რაზეც ოქრუაშვილმა უარი თქვა.
XS
SM
MD
LG