Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიანმარის (ყოფილი ბირმის) მმართველმა სამხედრო


მიანმარის (ყოფილი ბირმის) მმართველმა სამხედრო რეჟიმმა კომენდანტის საათი შემოიღო ორ ქალაქში

მიანმარის (ყოფილი ბირმის) მმართველმა სამხედრო რეჟიმმა კომენდანტის საათი შემოიღო ორ ქალაქში
- დედაქალაქ რანგუნსა და მანდალაიში. ამ ნაბიჯით გამიზნულია ბოლო დღეების საპროტესტო აქციების - ოცი წლის მანძილზე ყველაზე უფრო მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების - შეჩერება. ეს ზომა 60 დღე უნდა დარჩეს ძალაში. დღესვე უფრო ადრე, დედაქალაქ რანგუნის ცენტრში ჯარისკაცები განთავსდნენ. სამხედრო რეჟიმი ამ ზომებს მიმართავს მას მერე, რაც ათიათასობით ადამიანი გამოეხმაურა ბუდისტი ბერების მოწოდებას და რანგუნში შეიკრიბა ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლაზე მიუხედავად სამხედრო რეჟიმის მოთხოვნისა, თავი შეეკავებინათ ქუჩაში გასვლისაგან. დემონსტრანტები ყოველ დღე აპირებენ საპროტესტო აქციებზე შეკრებას.
XS
SM
MD
LG