Accessibility links

მიანმარში პოლიციამ დაიწყო ბუდისტი ბერებისა


მიანმარში პოლიციამ დაიწყო ბუდისტი ბერებისა და მათი მომხრეების დემონსტრაციების ძალით დაშლა,

მიანმარში პოლიციამ დაიწყო ბუდისტი ბერებისა და მათი მომხრეების დემონსტრაციების ძალით დაშლა,
რომლებიც მმართველი სამხედრო ხუნტის წინააღმდეგაა მიმართული. ქვეყნის უდიდეს ქალაქ იანგონში პოლიციამ ჰაერში ისროლა, გამოიყენა ცრემლმდენი გაზი და ხელკეტები. ათეულობით ადამიანი დააპატიმრეს. ხელისუფლებამ აღიარა, რომ პოლიციასთან შეტაკებაში ერთი ბერი იქნა მოკლული. თვითმხილველთა თქმით კი მოკლულია სულ ცოტა სამი ადამიანი და ათეულობით დაიჭრა. ხელისუფლებამ კომენდანტის საათი გამოაცხადა სამშაბათს და აკრძალა თავყრილობები მას მერე, რაც ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო გამოსვლებში. ეს უდიდესი მასშტაბის გამოსვლები იყო ხუნტის წინააღმდეგ უკანასკნელი 20 წლის მანძილზე. დღეს მიანმარში შექმნილი ვითარება გაეროს უშიშროების საბჭოში განიხილეს დახურულ კარს მიღმა.

XS
SM
MD
LG