Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიანმარში ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა


ხუთშაბათს მიანმარში, რომელიც ბირმის სახელითაცაა ცნობილი, ათიათასობით ადამიანი განაგრძობდა საპროტესტო გამოსვლებს უდიდეს ქალაქ რანგონში.

არმიამ გააფრთხილა დემონსტრანტები, რომ "განსაკუთრებული ზომებს" გამოიყენებს, თუკი ხალხი არ დაიშლება. წუხელ პოლიციამ რედიები ჩაატარა რამდენიმე ბუდისტურ მონასტერში და, როგორც იტყობინებიან, 200-მდე ბერი დააპატიმრა.

მიანმარში ხელისუფლებამ სამშაბათს კომენდანტის საათი გამოაცხადა და აკრძალა თავყრილობები მას მერე, რაც ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო გამოსვლებში. ეს უდიდესი მასშტაბის გამოსვლებია ხუნტის წინააღმდეგ უკანასკნელი 20 წლის მანძილზე.

სამხედრო ხუნტამ, რომელიც მართავს მიანმარს, ხუთშაბათს რეჟიმის მოწინააღმდეგე დემონსტრანტები გააფრთხილა, რომ თუ ისინი ქუჩებს არ დატოვებენ, განსაკუთრებული ზომები იქნება მიღებული.

ხელისუფლება თავიდან თავს იკავებდა დემონსტრაციების წინააღმდეგ რაიმე ზომის მიღებისგან, რომლებსაც ბუდისტი ბერები უდგანან სათავეში. მაგრამ, როგორც ჩანს, ახლა სამხედროები გადადიან შეტევაზე.

წუხელ სულ ცოტა ორ ბუდისტურ მონასტერში ჩატარდა პოლიციის რეიდები. დაპატიმრებულია დაახლოებით 200 ადამიანი.

ოთხშაბათს და ხუთშაბათს რანგუნში სროლის ხმა გაისმოდა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი სულე პაგოდის მახლობლად. აქამდე წვდება საპროტესტო მარშები, რომლებიც ერთი კვირაა მიმდინარეობს.

ქალაქის სხვა ნაწილებში ბერები განგრძობდნენ საპროტესტო სიმღერებს და ხელისუფლების წინააღმდეგ მარშებს.

გაეროს უშიშროების საბჭომ ოთხშაბათს საგანგებო სხდომა მიუძღვნა მიანმარში შექმნილ კრიზისს. მაგრამ ჩინეთმა ბლოკირება გაუკეთა რეზოლუციას, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და ევროპის ქვეყნებმა წარმოადგინეს და რომელიც გმობს მიანმარის ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენებას.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხუთშაბათს პირველად მოუწოდა ყველა მხარეს, მათ შორის მიანმარის ხელისუფლებას, თავშეკავება გამოიჩინონ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტომ კეისიმ ოთხშაბათს ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე წაიკითხა შეერთებული შტატებისა და ევროპის კავშირის ერთობლივი განცხადება:

[კეისის ხმა] "ევროპის კავშირი და შეერთებული შტატები სოლიდარობას უცხადებენ ბირმის ხალხს. ჩვენ დიდად ვართ შეწუხებული ცნობებით, რომ უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს და შეუტიეს მშვიდობიან დემონსტრანტებს და დააპატიმრეს მრავალი ბუდისტი ბერი და სხვანი."

როცა ცხადი გახდა, რომ მიანმარში ვითარება შეიძლება ძალადობაში გადაიზარდოს, პოლონეთის ყოფილმა დემოკრატმა პრეზიდენტმა, ლეხ ვალენსამ და მისმა მთავარმა მეტოქემ, ყოფილმა კომუნისტმა ლიდერმა, გენერალმა ვოიცეხ იარუზელსკიმ უპრეცედენტო ერთობილივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც გამოვიდნენ მიანმარში დემოკრატიაზე მშვიდობიანი, უსისხლო გადასვლის მოწოდებით.
XS
SM
MD
LG