Accessibility links

logo-print

გაეროს გენერალური ასამბლეის 62-ე სესიაზე


გაეროს გენერალური ასამბლეის 62-ე სესიაზე გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული აქცენტი

გაეროს გენერალური ასამბლეის 62-ე სესიაზე გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული აქცენტი
გააკეთა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე. მიხეილ სააკაშვილმა ტრიბუნიდან განაცხადა, რომ 20 სექტემბერს, კოდორის ხეობაში ორმხრივი სროლის დროს მოკლული ორი ადამიანიდან ერთი-ერთი რუსი სამხედრო იყო. პრეზიდენტმა დასვა შეკითხვა – რა უნდოდა რუს ოფიცერს საქართველოს ტერიტორიაზე: (სააკაშვილის ხმა) "საინტერესოა, რას აკეთებდა საქართველოს ტყეში რუსეთის არმიის ვიცე-პოლკოვნიკი, რომელიც ორგანიზებას უკეთებდა და უძღვებოდა შეიარაღებული ჯგუფის ძალადობრივ მისიას. მე მინდა ვკითხო ჩვენს რუს მეგობრებს: "ნუთუ არასაკმარისია ტერიტორია რუსეთში? არ ჰყოფნით რუსეთის ტყეები რუს ოფიცრებს, მაინცდამაინც საქართვლოს ტერიტორიაზე, საქართველოს ტყეში რომ არ მოკვდნენ?! თუმცა როგორიც უნდა იყოს ახსნა, ჩვენ ვწუხვართ ადამიანის დაღუპვის გამო." რუსეთის ელჩი გაეროში ვიტალი ჩურკინი არ ეთანხმება საქართველოს პოზიციას. ის ამბობს, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 20 სექტემბერს კოდორის ხეობაში იერიში მიიტანეს საწვრთნელ ბანაკზე. ჩურკინი ფიქრობს, რომ თბილისი ყველაფერს აკეთებს რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის გასამწვავებლად.
XS
SM
MD
LG