Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მოუწოდებს


აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მოუწოდებს ყველა ქვეყანას, რომელსაც გარკვეული ზეგავლენა აქვს მიანმარის ხელისუფლებაზე,

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მოუწოდებს ყველა ქვეყანას, რომელსაც გარკვეული ზეგავლენა აქვს მიანმარის ხელისუფლებაზე,
იმოქმედოს, რათა სამხედრო რეჟიმმა შეწყვიტოს ძალის გამოყენება დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მიანმარის სამხედრო ხელისუფლების მაღალი რანგის 14 წარმომადგენლის მიმართ საფინანსო სანქციები უკვე ამოქმედდა. მიანმარის სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყანაში შეტაკებების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 11 – დაშავდა. დედაქალაქ რანგუნის ქუჩების გასაწმენდად მიანმარის ხელისუფლებამ სასტიკი ძალა გამოიყენა. უშიშროების ძალებმა და პოლიციამ აქციის ათასობით მონაწილეს ულტიმატუმით მიმართა – დაშლილიყვნენ, ანდა მათი მისამართით ცეცხლი გაიხსნებოდა. ვრცელდება ცნობა ცეცხლის გახსნის შესახებ. იაპონიის მედიის ინფორმაციით, დღეს რანგუნში, სროლის შედეგად, იაპონელი ჟურნალისტი მოკლეს. მიანმარში დააკავეს საპროტესტო აქციების რამდენიმე ასეული მონაწილე. ისინი სატვირთო ავტომანქანებით წაიყვანეს. უშიშროების ძალების შენაერთებმა დაიარეს ბუდისტური მონასტრები და დააპატიმრეს დაახლოებით 200 ბუდისტი ბერი. მიანმარელები, რომლებსაც დაახლოებით 8 დღის წინ ბუდისტი ბერებიც შეუერთნენ, უკვე ერთ თვეზე მეტია ქვეყნის სამხედრო ხელისუფლების მმართველობას აპროტესტებენ.
XS
SM
MD
LG