Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის


თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის
დაპატიმრებას ოპოზიციურმა პარტიებმა უპასუხეს მასშტაბური საპროტესტო აქციით, რომელიც დღესვე დასრულდა.ორი საათისთვის დანიშნულ მიტინგზე მივიდა ათასობით ადამიანი. საპროტესტო აქციის მსვლელობისას წაიკითხეს ირაკლი ოქრუაშვილის მიმართვა, რომელიც მან საპატიმროდან გამოგზავნა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი საქართველოს მოსახლეობას ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და ხელისუფლების კანონიერი გზით შეცვლისკენ მოუწოდებს.
საქართველოს პრეზიდენტის მთავარმა მოკავშირემ, პარლამენტის წამყვანმა წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ თუკი ანტისამთავრობო აქტი ძალადობრივი იქნება, მთავრობა მას ძალითვე უპასუხებს.
პატიმრობიდან გაათავისუფლეს პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი ქიტოშვილი, რომელთანაც გაფორმდა საპროცესო გარიგება ირაკლი ოქრუაშვილის საწინააღმდეგო ჩვენების შემდეგ. ის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა მტკიცებულებები, რომელსაც მიიჩნევს ოქრუაშვილი ბრალეულობის დამადასტურებლად.
XS
SM
MD
LG