Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიანმარის დედაქალაქ რანგუნში საპროტესტო აქციები


მიანმარის დედაქალაქ რანგუნში საპროტესტო აქციები გრძელდება. ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენების,

მიანმარის დედაქალაქ რანგუნში საპროტესტო აქციები გრძელდება. ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენების,
დაშინებისა და მუქარის მიუხედავად, დემონსტრანტები დღეს ისევ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები, რამდენიმე ასეული ადამიანი, როგორც საინფორმაციო სააგენტო "ფრანს-პრესი" იუწყება, სამხედროებმა ალყაში მოაქციეს და მათ ხელკეტებით დაუწყეს ცემა. დაკავებულია აქციის 5 მონაწილე. მიანმარში ჩავიდა გაეროს სპეციალური წარმომადგენელი იბრაჰიმ გამბარი, რათა ქვეყნის ხელისუფლება ოპოზიციასთან დაპირისპირების - არა ძალადობრივი, არამედ დიალოგის გზით მოგვარების აუცილებლობაში დაერწმუნებინა. მიანმარში სამხედრო რეჟიმის წინააღმდეგ აქციები ერთ თვეზე მეტია გრძელდება. მასში ბუდისტი ბერებიც აქტიურად მონაწილეობენ. ოთხშაბათს და ხუთშაბათს ხელისუფლებამ მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა. ადგილობრივი ოფიციალური მედიის ცნობით, დაღუპულია 9 ადამიანი. მათ შორის არის იაპონელი ჟურნალისტი.
XS
SM
MD
LG