Accessibility links

logo-print

ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის განცხადებით


ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის განცხადებით, ტერორიზმთან ბრძოლა უნდა

ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის განცხადებით, ტერორიზმთან ბრძოლა უნდა
გაძლიერდეს. ასეთი განცხადება პრეზიდენტმა გაკეთა მას შემდეგ, რაც თვითმკვლელის მიერ დღეს მოწყობილ აფეთქებას ქაბულში 30 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ავღანეთის არმიის უნიფორმაში გამოწყობილმა თვითმკვლელმა მძლავრი ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ დროს აამოქმედა, როდესაც სამხედროების ავტობუსში ასვლას ცდილობდა. ავტობუსში 50 ავღანელი ჯარისკაცი იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად დაიჭრა 20 ადამიანი. პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღეს თალიბებმა.
XS
SM
MD
LG