Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ზემო აფხაზეთში


საქართველოს პრეზიდენტი დღეს ზემო აფხაზეთში ჭუბერი-საკენის ახალი, 42-კილომეტრიანი საავტომობილო გზის

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ზემო აფხაზეთში ჭუბერი-საკენის ახალი, 42-კილომეტრიანი საავტომობილო გზის
გახსნას დაესწრო. მიხეილ სააკაშვილმა გზის მშენებლებს გმირები უწოდა და თქვა, რომ საქართველო ახლა კიდევ უფრო მიუახლოვდა სოხუმის დაბრუნების უმთავრეს მიზანს. თუმცა, პრეზიდენტის თქმით, ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით აჩქარება არ შეიძლება და რომ ეს თანდათანობით, ქვეყნის გაძლიერების პარალელურად უნდა მოხდეს. მიხეილ სააკაშვილმა პირობა დადო, რომ საქართველო ტერიტორიული მთლიანობის პრობლემებს მისი პრეზიდენტობის დროს მოაგვარებს. საქართველოში მიმდინარე მოვლენებში პრეზიდენტი სააკაშვილი რუსეთის ინტერესებს ხედავს და "დიდ ქვეყანას" ურჩევს "თავის დიდ პრობლემებს მიხედოს."
XS
SM
MD
LG