Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულმა


რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პასუხი

რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პასუხი
გასცა ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებებს: (სააკაშვილის ხმა) "მე მინდა პირველ რიგში გითხრათ, რომ ჩემთვის ადამიანურად ძალიან მძიმეა, რაც გააკეთა ოქრუაშვილმა, ის... მე შეჩვეული ვარ ყველანაირ ბრალდებებს – ჩემს მიმართ, ჩემი ახლობლების მიმართ... მაგრამ ეს არის კაცი, რომელმაც ზუსტად იცის, რომ ეს არის სიცრუე... ამ კაცმა დაგვაბრალა ის, რაც, მან ძალიან კარგად იცის, არის მთავარი პრინციპი ჩემი ცხოვრების, რის წინააღმდეგაც მე ვილაშქრებ – ნათესაურ-კლანური-კორუფციული გარიგებები. დაგვაბრალა ის, რაც არის ყველაზე მიუღებელი და ყველაზე ისეთი რამ, რაც არასოდეს გაგვიკეთებია და რასაც ვერასოდეს ვერ გავაკეთებდით... და მან ეს ბრწინვალედ იცის." პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, რომ ყველაფერი სასამართლოს გადასაწყვეტია და მას კანონი ჩარევის უფლებას არ აძლევს, მაგრამ "ხელშეუხებელი ადამიანები" და "შეუმოწმებელი ტერიტორიები" არ უნდა არსებობდეს, აღარ არსებობს და აღარასდროს აღარ იარსებებს საქართველოში". ოპოზიციური ფლანგი საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას სიცრუეს უწოდებს და აფასებს, როგორც "არაადექვატურს."
XS
SM
MD
LG