Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებული ოპოზიცია ირაკლი ოქრუაშვილის გირაოთი


გაერთიანებული ოპოზიცია ირაკლი ოქრუაშვილის გირაოთი გათავისუფლებასა და მისთვის სიმართლის თქმის

გაერთიანებული ოპოზიცია ირაკლი ოქრუაშვილის გირაოთი გათავისუფლებასა და მისთვის სიმართლის თქმის
შესაძლებლობის მიცემას ითხოვს. ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლებმა 29 სექტემბერს ~რესპუბლიკური პარტიის~ ოფისში საგანგებო მიმართვა გაავრცელეს. ~მივმართვათ პრეზდენტს, თუ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება გარანტირებულია, სასამართლო დამოუკიდებელია, გაათავისუფლონ ირაკლი ოქრუაშვილი გირაოს სანაცვლოდ და მისცენ საშუალება, ჩვენება მისცეს მასზე უფრო მაღალი თანამდებობის პირის, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჩადენილი დანაშაულებებზე. ასევე, მისცენ საშუალება ქართულ საზოგადოებას, მოისმინოს სიმართლე ირაკლი ოქრუაშვილისაგან, რომლის სათქმელადაც იგი პოლიტიკას დაუბრუნდა~, - აღნიშნულია მიმართვაში. ოპოზიციის აზრით, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ზურაბ ჟვანიას, სანდრო გირგვლიანისა და სხვა მრავალი ახალგაზრდა ბიჭის ქუჩაში დახოცვის ფაქტებთან დაკავშირებით დღემდე ისინი ისმენდნენ მხოლოდ ხელისუფლების ვერსიებს.
XS
SM
MD
LG