Accessibility links

logo-print

მიმდინარე წლის ბოლომდე ერაყიდან შინ


მიმდინარე წლის ბოლომდე ერაყიდან შინ დაბრუნდება ბრიტანეთის ათასი სამხედრო მოსამსახურე,

მიმდინარე წლის ბოლომდე ერაყიდან შინ დაბრუნდება ბრიტანეთის ათასი სამხედრო მოსამსახურე,
განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა ბაღდადში, ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური ალ მალიქისთან შეხვედრის შემდეგ. "მე ძალიან ვამაყობ იმით, რის მიღწევაც შეძლეს ჩვენმა სამხედროებმა. მიმაჩნია, რომ მათ დიდი სიმამაცე და პროფესიონალიზმი გამოიჩინეს. ვფიქრობ, უნდა ვამაყობდეთ მათი წვლილით ერაყის დემოკრატიზაციის საქმეში," თქვა ბრაუნმა. ალ მალიქიმ დაადასტურა, რომ ორი თვის შემდეგ ერაყის უშიშროების ძალები შეძლებენ მთლიანად აიღონ საკუთარ თავზე ქალაქ ბასრის კონტროლი, სადაც არის დისლოცირებული ბრიტანეთის ძირითადი კონტინგენტი.
XS
SM
MD
LG