Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ახალ სანქციებს შემოიღებს მიანმარის


ევროკავშირი ახალ სანქციებს შემოიღებს მიანმარის მმართველი სამხედრო რეჟიმის წინააღმდეგ.

ევროკავშირი ახალ სანქციებს შემოიღებს მიანმარის მმართველი სამხედრო რეჟიმის წინააღმდეგ.
ამ შინაარსის განცხადება დღეს გააკეთა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა პორტუგალიამ. დიპლომატების განმარტებით, ახალი სანქციები ითვალისწინებს სამხედრო რეჟიმის იმ წევრთა რიცხვის გაზრდას, რომელთა ევროკავშირში შესვლაც არ არის სასურველი, აგრეთვე მიანმართან ვაჭრობაზე ემბარგოს გაზრდას. სანქციებს ამკაცრებენ მიანმარში მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევის, ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის გამო. ახალი სანქციები უნდა დაამტკიცონ ევროკავშირის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების შეხვედრაზე 15 ოქტომბერს.
XS
SM
MD
LG