Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეა თანახმაა, წარადგინოს თავისი


ჩრდილოეთი კორეა თანახმაა, წარადგინოს თავისი ბირთვული პროგრამის ამსახველი სრული სია

ჩრდილოეთი კორეა თანახმაა, წარადგინოს თავისი ბირთვული პროგრამის ამსახველი სრული სია
და 31 დეკემბრამდე დახუროს ყველა ბირთვული ობიექტი, მათ შორის იონგბიონის ატომური რეაქტორი. ექვსმხრივ მოლაპარაკებაზე მიღწეული შეთანხმებით, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ფხენიანი იმავდროულად პირობას დებს, რომ არ გაავრცელებს ბირთვულ მასალასა და ტექნოლოგიას. სანაცვლოდ ჩრდილოეთი კორეა დახმარებას მიიღებს. შეთანხმება მოჰყა პეკინში გამართულ მოლაპარაკებას 6 ქვეყნის: აშშ-ის, ჩინეთის, იაპონიის, რუსეთისა და ორივე კორეის მონაწილეობით. დღეს გავრცელებული ინფორმაციის ფონია ჩრდილოეთ კორეის და სამხრეთ კორეის სამიტი პრეზიდენტების შეხვედრა ფხენიანში: მეორე სამიტი ორი კორეის არსებობის ისტორიაში.
XS
SM
MD
LG