Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი


თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, მზად არის ოფიციალურად

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, მზად არის ოფიციალურად
ჩვენება მისცეს გამოძიებას იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ დაკავებამდე ორი დღით ადრე გააკეთა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ოქრუაშვილის ადვოკატმა ეკა ბესელიამ აცნობა, რომელმაც დღეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში ოქრუაშვილის მიმართვა შეიტანა. ბესელიას თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი მიმართავს გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილს, რომ იგი მზად არის, მისცეს ჩვენება და სამართლებრივი ფორმა ყველა იმ ბრალდებას, რომელზეც იგი დაკავებამდე საუბრობდა.
XS
SM
MD
LG