Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ხელისუფლების ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში


პაკისტანის ხელისუფლების ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა

პაკისტანის ხელისუფლების ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა
პერვეზ მუშარაფმა. გამარჯვების შესახებ გამოცხადდა მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ, პრეზიდენტ მუშარაფის საკითხის ლეგიტიმურობის გარკვევამდე, არჩევნების შედეგების გამოცხადება აკრძალა. საუბარია ოპოზიციის პრეტენზიაზე, რომლის მიხედვითაც პერვეზ მუშარაფს, როგორც ამავე დროს – მთავარსარდალს, მომდევნო 5-წლიანი ვადით პრეზიდენტის პოსტის შენარჩუნების კონსტიტუციური უფლება არ აქვს. პაკისტანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კაზი მუჰამედის განცხადებით, მუშარაფს პარლამენტის 257 დეპუტატიდან ხმა მისცა 252-მა. ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.
XS
SM
MD
LG