Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ორმა ყველაზე გავლენიანმა შიიტმა


ერაყის ორმა ყველაზე გავლენიანმა შიიტმა ლიდერმა დადო შერიგების შეთანხმება, რომელმაც უნდა დაასრულოს

ერაყის ორმა ყველაზე გავლენიანმა შიიტმა ლიდერმა დადო შერიგების შეთანხმება, რომელმაც უნდა დაასრულოს
მხარეებს შორის ხანგრძლივი პოლიტიკური მტრობა და ბოლო მოუღოს ძალადობას მათ მომხრეებს შორის. ერაყის უმაღლესი ისლამური საბჭოს თავმჯდომარის აბდულ აზიზ ალ-ჰაკიმისა და სულიერი ლიდერის მოყტადა ალ-სადრის მომხრეები, ერაყის პარლამენტის ორი უმსხვილესი ბლოკის წარმომადგენლები, დიდი ხნის მანძილზე იბრძოდნენ სამხრეთ ერაყის ქალაქებზე კონტროლისთვის. შერიგების შეთანხმება ბრძოლის შეწყვეტას და ერაყის ეროვნული ინტერესების გარშემო თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
XS
SM
MD
LG