Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიზიკის დარგში ნობელის პრემია გერმანელ და ფრანგ მკვლევრებს მიენიჭა


მიმდინარე კვირა, შეიძლება ითქვას, “ნობელის კვირაა”: ყოველ დღე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის მიენიჭა მსოფლიოში ყველაზე უფრო პრესტიჟული ჯილდო

- ნობელის პრემია. გუშინ შევიტყვეთ მედიცინის სფეროში წლევანდელი ლაურეტების ვინაობა: საქმე ეხება სამ მკვლევარს, ბრიტანეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს. დღეს კი ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის მფლობელები დაასახელეს.

შვეციის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ სტოკჰოლმში გააკეთა განცხადება ფიზიკის დარგში ნობელის პრმეიის წლევანდელ ლაურეატთა შესახებ. დიახ, ამ შემთხვევაშიც, პრემია მარტო ერთი მეცნიერისთვის არ მიუნიჭებიათ: პრემია ერგო ორ ფიზიკოსს - ფრანგ ალბერ ფერტსა და გერმანელ პეტერ გრიუნბერგს.

შვეციის სამეფო აკადემიის თავმჯდომარემ, გუნარ ოკვისტმა განმარტა ფრანგი და გერმანელი მეცნიერების დამსახურება. ჩვენ კი განმარტების თხოვნით, ფიზიკის დარგში რა მიღწევისთვის ერგოთ ნობელის პრემია წლევანდელ ლაურეატებს, დავურეკეთ ქართველ ფიზიკოსს ვაჟა ბერეჟიანს:

[იხ. საუბრის აუდიოვერსია]

ამბობს ქართველი მეცნიერი, ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომელი ვაჟა ბერეჟიანი, რომელსაც დავურეკეთ თხოვნით, განემარტა რა დამსახურება მიუძღვით ფიზიკის დარგში ნობელის წლევანდელი პრემიის ლაურეატებს, გერმანელ პეტერ გრიუნბერგსა და ფრანგ ალბერ ფერტს. მათთვის პრემიის მინიჭების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. უკვე ცნობილია ისიც, რომ ამ ორი მეცნიერისთვის განკუთნვილი ფულადი ჯილდო 1,5 მლნ დოლარს შეადგენს.

ნობელის პრემიის ლაურეატთა გამოაცხადება ხვალ გაგრძელდება ქიმიის დარგით, რასაც მოჰყვება ფართო საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საინტერესო პრემიები: ხუთშაბათს - ლიტერატურის, პარასკევს კი მშვიდობის დარგში. სულ ბოლოს, ორშაბათს შევიტყობთ, ვის ერგება ნობელის პრემია ეკონომიკის დარში.

ნობელის პრემიები 1901 წლიდან გაიცემა და დაარსებულია შვედი მეწარმის, მულტიმილიონერ ალფრედ ნობელის მიერ. ნობელის ნებით, მის მიერ დატოვებული ქონებიდან ყოველ წელს მსხვილი ფულადი პრემია ენიჭებათ ადამიანებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს კაცობრიობისთვის სასიკეთო საქმეში.
XS
SM
MD
LG