Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა


საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი კანონიერს უწოდებს ბადრი პატარკაციშვილის გადაყენებას

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი კანონიერს უწოდებს ბადრი პატარკაციშვილის გადაყენებას
ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან. როგორც მინისტრმა გიორგი გაბაშვილი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ უთხრა ჟურნალისტებს, პატარკაციშვილის თანამდებობიდან გადაყენება მოხდა ოლიმპიური კომიტეტის წესდების სრული დაცვით, ეს იყო კანონიერი გადაწყვეტილება და არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. მინისტრის განმარტებით, არც ერთი სპორტის სახეობის პრეზიდენტს არ სურს, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის სახე საზღავრგარეთ იყოს ადამიანი, რომელიც მუდმივად სკანდალებში ეხვევა. თვით ბიზნესმენი პატარკაციშვილი კი უკანონოს უწოდებს მისთვის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის უფლებამოსილების შეჩერებას. როგორც პატარკაციშვილმა ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC-თან ინტერვიუში აღნიშნა, შეტევა მის წინააღმდეგ ირაკლი ოქრუაშვილის აღიარებითი ჩვენების შემდეგ დაიწყო. პატარკაციშვილის თქმით, მას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არაფერი დაუგეგმავს.
XS
SM
MD
LG