Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროში აშშ-ის ელჩის მოწოდებით, კოსოვოს


გაეროში აშშ-ის ელჩის მოწოდებით, კოსოვოს სტატუსზე მოლაპარაკების მონაწილეები უნდა შეიკრიბონ 10 დეკემბერს

გაეროში აშშ-ის ელჩის მოწოდებით, კოსოვოს სტატუსზე მოლაპარაკების მონაწილეები უნდა შეიკრიბონ 10 დეკემბერს
- ეს დღე განისაზღვროს კოსოვოს მომავალი სტატუსის დადგენის საბოლოო ვადად, რადგან, ამერიკელ ელჩ ზალმაი ხალილზადის თქმით, საკითხის კიდევ უფრო გადადება კოსოვოს დესტაბილიზაციას გამოიწვევდა. მაგრამ რუსეთის ელჩი ვიტალი ჩურკინი მიემხრო მოლაპარაკების გაგრძელებას მანამდე, სანამ მხარეები ერთსულოვნებას მიაღწევენ კოსოვოს სტატუსზე. ჩურკინის თქმით, დესტაბილიზაციის გამომწვევი იქნებოდა მოლაპარაკების დამთავრება შეთანხმების გარეშე, კოსოვოელი ალბანელების მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივი წესით გამოცხადების შემთხვევაში.
XS
SM
MD
LG