Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, არ არსებობს


რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, არ არსებობს მონაცემები,

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, არ არსებობს მონაცემები,
რომლებიც მიუთითებს ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის გეგმაზე. ამ საკითხზე პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში, საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან მოლაპარაკების შემდეგ ისაუბრა: [პუტინის ხმა] “არა გვაქვს მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნისაკენ მიისწრაფვის. ასეთი ობიექტური მონაცემები არ გაგვაჩნია და ამიტომ გამოვდივართ იქიდან, რომ ირანს არა აქვს ასეთი გეგმები. მაგრამ ვიზიარებთ ჩვენი პარტნიორების პოზიციას, რომ ირანის ყველა პროგრამა გამჭვირვალე და ტრანსპარენტული უნდა გახდეს." პრეზიდენტი პუტინის ამ განცხადების კონტექსტში უნდა ითქვას, რომ რუსეთი არ ემხრობა საფრანგეთისა და აშშ-ის მოწოდებას ირანის წინააღმდეგ (მისი ბირთვული პროგრამის გამო) გაეროს ახალი სანქციების შემოღების თაობაზე. სარკოზიმ კი, რომელიც პრეზიდენტის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით არის ჩასული რუსეთში, ისაუბრა ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა კოსმოსური კვლევა და ბირთვული ენერგია. დღესვე სარკოზი რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.
XS
SM
MD
LG