Accessibility links

logo-print

პალესტინის ისლამისტური მოძრაობა "ჰამასი" გამოთქვამს


პალესტინის ისლამისტური მოძრაობა "ჰამასი" გამოთქვამს მზადყოფნას სამშვიდობო დიალოგი გამართოს

პალესტინის ისლამისტური მოძრაობა "ჰამასი" გამოთქვამს მზადყოფნას სამშვიდობო დიალოგი გამართოს
მეტოქე "ფათაჰის" პარტიასთან, რომელსაც პალესტინელების ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი უდგას სათავეში. პალესტინელების ყოფილი პრემიერ-მინისტრი ისმაილ ჰანია, ინტერნეტში განთავსებულ განცხადებაში, აღნიშნავს იმასაც, რომ ჰამასმა შესაძლოა დათმოს ივნისში აღებული კონტროლი ღაზის სექტორზე. ჰანიამ ეს კონტროლი "დროებითად" შეაფასა. მაჰმუდ აბასის ადმინისტრაცია კი, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზეა განთავსებული, ჰამასთან დიალოგს არ აპირებს მანამ, ვიდრე ისლამისტური მოძრაობა მის ხელისუფლებას არ აღიარებს და არ დათმობს კონტროლს ღაზის სექტორში.
XS
SM
MD
LG