Accessibility links

logo-print

თურქეთმა ვაშინგტონიდან ელჩი გაიწვია. ასეთი


თურქეთმა ვაშინგტონიდან ელჩი გაიწვია. ასეთი გადაწყვეტილება მოჰყვა აშშ-ის კონგრესის კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციას,

თურქეთმა ვაშინგტონიდან ელჩი გაიწვია. ასეთი გადაწყვეტილება მოჰყვა აშშ-ის კონგრესის კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციას,
რომელიც "გენოციდად" აფასებს სომხების მასობრივ მკვლელობას ოსმალეთის იმპერიაში. საუბარია პირველი მსოფლიო ომის დროინდელ მოვლენაზე, რომელმაც დაახლოებით 1,5 მილიონი სომხის სიცოცხლე შეიწირა. პრეზიდენტ აბდულა გიულის განცხადებით, ამერიკის კონგრესის კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიუღებელია თურქეთისთვის, რომელიც გენოციდის ფაქტს უარყოფს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რეჯეპ ტაიპ ერდოანის თქმით, "გენოციდის" აღიარება უარყოფითად იმოქმედებს თურქეთისა და აშშ-ის ურთიერთობაზე. თურქეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, კონგრესმენებს დოკუნემტის მიღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმაც. თუმცა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეპუატებმა რეზოლუცია 10 ოქტომბერს მაინც მიიღეს. სომხეთის პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი მომხდარით კმაყოფილია: "ჩვენი პოზიცია ნათელია. მივესალმებით კონგრესის კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციას და მოუთმენლად მოველით მომდევნო ნაბიჯებს კონგრესში. ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესი დასრულდება აშშ-ის მიერ სომხების გენოციდის ფაქტის სრული აღიარებით." რეზოლუციას კონგრესი, განხილვის შემდეგ, სავარაუდოდ ნოემბერში უყრის კენჭს.
XS
SM
MD
LG