Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო გმობს მიანმარის


გაეროს უშიშროების საბჭო გმობს მიანმარის მთავრობის მიერ პრო-დემოკრატიული დემონსტრაციების ძალისმიერ

გაეროს უშიშროების საბჭო გმობს მიანმარის მთავრობის მიერ პრო-დემოკრატიული დემონსტრაციების ძალისმიერ
დარბევას. უშიშროების საბჭო მოუწოდებს მიანმარის ხელისუფლების სამხედრო რეჟიმს გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და მოემზადოს ოპოზიციასთან დიალოგისთვის. მიანმარის ცნობით, 10 ადამიანი დაიღუპა და სულ ცოტა 2000 ადამიანი დააკავეს ბოლო თვის მანძილზე გამართული საპროტესტო აქციების დროს. ხელისუფლებამ დემონსტრანტებს ცეცხლიც გაუხსნა. დასავლელი დიპლომატების ვარაუდით, მსხვერპლი გაცილებით დიდია. დღეს გავრცელებული განცხადება პირველია, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭომ მიანმართან დაკავშირებით მიიღო. მანამდე ჩინეთმა მიანმარის გაკრიტიკებასთან დაკავშირებით ვეტოს უფლება გამოიყენა.
XS
SM
MD
LG