Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ქალაქ ჰერათში მიმდინარე კვირაში


ავღანეთის ქალაქ ჰერათში მიმდინარე კვირაში ათწლეულების მანძილზე პირველად ტარდება

ავღანეთის ქალაქ ჰერათში მიმდინარე კვირაში ათწლეულების მანძილზე პირველად ტარდება
ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მინისტრთა საბჭოს შეხვედრა. კონფერენციის მთავარი თემაა რეგიონში ეკონომიკისა და ტრანსპორტის განვითარება. 5-დღიან კონფერენციაში მონაწილეობენ ორგანიზაციის მინისტრები ათი ქვეყნიდან, ასევე მსოფლიო ბანკის, განვითარების აზიური ბანკის, განვითარების ისლამური ბანკის, შეერთებული შტატების მთავრობისა და გაეროს რამდენიმე უწყების წარმომადგენლები. ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში შედიან ავღანეთი, აზერბაიჯანი, ირანი, პაკისტანი, თურქეთი და ცენტრალური აზიის 5 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა.
XS
SM
MD
LG