Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს თეირანში, კასპიის ზღვის სამიტის


დღეს თეირანში, კასპიის ზღვის სამიტის შემდეგ შედგა შეხვედრა

დღეს თეირანში, კასპიის ზღვის სამიტის შემდეგ შედგა შეხვედრა
რუსეთისა და ირანის პრეზიდენტებს ვლადიმირ პუტინსა და მაჰმუდ აჰმადინეჟადს შორის. შეხვედრის მთავარი თემა იყო ირანის ბირთვული პროგრამა. შეხვედრის შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, ირანს უფლება აქვს, განავითაროს ბირთვული ენერგეტიკა სამშვიდობო მიზნებით, მაგრამ მკაცრად უნდა დაიცვას ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება.

XS
SM
MD
LG