Accessibility links

logo-print

უკრაინის პრეზიდენტი მზად არის, პრემიერ-მინისტრის


უკრაინის პრეზიდენტი მზად არის, პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინოს

უკრაინის პრეზიდენტი მზად არის, პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინოს
კანდიდატურა, რომელსაც პროდასავლური, "ნარინჯისფერი რევოლუციის" პერიოდში შექმნილი კოალიცია წამოაყენებს. პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს თქმით: [იუშჩენკოს ხმა] “უმრავლესობისაგან მოველი კოალიციის შექმნას, როგორც კი პარლამენტის სხდომები დაიწყება. უკრაინის კონსტიტუციის შესაბამისად ვაცხადებ, რომ მზად ვარ პრემიერ-მინისტრისა და კაბინეტის წევრების პოსტებზე წარვადგინო კანდიდატები კოალიციის წინადადებების შესაბამისად”. იუშჩენკოს განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნების საშუალება ეძლევა იულია ტიმოშენკოს, იუშჩენკოს მოკავშირეს 2004 წლის “ნარინჯისფერი რევოლუციის” დროს. ის მოკლე ხანი იყო პრემიერ-მინისტრი 2005 წელს. წელს, 30 სექტემბერის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა ე.წ.-მა ნარინჯისფერმა კოალიციამ, რომელიც იულია ტიმოშენკოს და ვიქტორ უშჩენკოს ბლოკებისაგან შედგება.
XS
SM
MD
LG