Accessibility links

logo-print

ჩინეთის მასმედიის ინფორმაციით, ევროკავშირი და


ჩინეთის მასმედიის ინფორმაციით, ევროკავშირი და ჩინეთი ახორციელებენ

ჩინეთის მასმედიის ინფორმაციით, ევროკავშირი და ჩინეთი ახორციელებენ
175 მლნ ევროდ შეფასებულ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ჩინეთის ორი უდიდესი მდინარის, იანგძის და ყვითელი მდინარის გაწმენდას. 5-წლიანი პროექტი მოიცავს დაბინძურების კონტროლსა და საზოგადოებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდებას. ევროკავშირის წილი ამ პროექტში 25 მილიონამდე ევროა, რასაც ბრიუსელი გრანტების სახით გასცემს. მსოფლიო ბანკი 80-მილიონიან კრედიტს გაიღებს, ჩინეთზე კი 70 მილიონი ევრო მოდის. ჩინეთში მძიმე მდგომარეობაა სწრაფი ინდუსტრიალიზაციის შედეგად მდინარეების დაბინძურების მხრივ.
XS
SM
MD
LG