Accessibility links

რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა უარყოფითი დამოკიდებულება


რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა უარყოფითი დამოკიდებულება

რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა უარყოფითი დამოკიდებულება
ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ნებისმიერი სამხედრო აქციის მიმართ. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ირანში, კასპიის ზღვის სამიტზე განაცხადა, რომ ამ რეგიონში ფიქრიც კი არ შეიძლება ძალის გამოყენებაზე. პუტინი, ისევე როგორც ირანის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები სამიტის დასკვნით დეკლარაციაში აღნიშნავენ, რომ კასპიის რეგიონის არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა გამოაყენებინოს თავისი ტერიტორია მესამე ქვეყნებს თავისი მეზობლის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის განსახორციელებლად. იუწყებიან ასევე, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ირანელი კოლეგა, მაჰმუდ აჰმადინეჟადი მიიწვია მოსკოვში.
XS
SM
MD
LG