Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის


თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის მოთხოვნას, ერაყში ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ

თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის მოთხოვნას, ერაყში ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ
სამხედრო ოპერაციის განხორციელების შესახებ. 507 დეპუტატი (19-ის წინააღმდეგ) მიემხრო გეგმას, რომელიც სამართლებრივ საფუძველს ქმნის თურქეთის ჯარისკაცების გასაგზავნად ჩრდილოეთ ერაყში, ქურთისტანის მუშათა პარტიის მეომრების ბაზების წინააღმდეგ სამოქმედოდ. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მოუწოდა თურქეთს, უარი თქვას მეზობელ ერაყში სამხედრო ოპერაციაზე. როგორც ჯორჯ ბუშმა თეთრ სახლი გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია არ შედის ანკარის ინტერესებში. [ბუშის ხმა] “ჩვენ სავსებით ნათლად განვუცხადეთ თურქეთს, რომ არა გვგონია, მის ინტერესებში იყოს ერაყში ჯარების გაგზავნა. სხვათა შორის, მათ უკვე ჰყავთ ერაყში ჯარისკაცები - საკმაოდ დიდი ხანია. არა გვგონია, თურქეთის ინტერესებში იყოს იქ კიდევ უფრო მეტი ჯარისკაცის გაგზავნა”. ამასობაში, ერაყის პრეზიდენტმა, ეთნიკურმა ქურთმა ჯალალ თალაბანიმაც მოუწოდა თურქეთს, ნუ განახორციელებს სამხედრო ოპერაციას.
XS
SM
MD
LG