Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი გამოთქვამს შიშს, რომ


აშშ-ის პრეზიდენტი გამოთქვამს შიშს, რომ ბირთვული იარაღით აღჭურვილმა ირანმა შესაძლოა

აშშ-ის პრეზიდენტი გამოთქვამს შიშს, რომ ბირთვული იარაღით აღჭურვილმა ირანმა შესაძლოა
"მესამე მსოფლიო ომი" გამოიწვიოს. ამგვარად ფიქრის საფუძველს ჯორჯ ბუშს, როგორც თავად ამბობს, აძლევს ირანის პრეზიდენტის გამხელილი სურვილი – გაანადგუროს ისრაელი. ბუშმა განცხადება ოთხშაბათს, თეთრ სახლში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გაკეთა: "ირანს ბირთვული იარაღი რომ ჰქონდეს, ის მსოფლიო მშვიდობას საშინელ საფრთხეს შეუქმნიდა. ამჟამად ირანს მართავს ლიდერი, რომელიც ამბობს, რომ მას ისრაელის განადგურება სურს. და მე მივმართავ ხალხს, რომ, თუკი მათ მე-3 მსოფლიო ომის თავიდან აშორება სურთ, ისინი დაინტერესებული უნდა იყვნენ იმაში, რომ ირანმა ვერ მოახერხოს ბირთვული იარაღის დასამზადებლად აუცილებელი კომპეტენციის მიღება." ჯორჯ ბუშმა ასევე დასძინა, რომ მას ძალიან აინტერესებდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის თეირანში შეხვედრის შედეგები. პუტინის განცხადებით, მას ვერაფერმა დაუმტკიცა თეორია, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნა სურს. ჯორჯ ბუშის ოთხშაბათის განცხადებას თეირანმა "ფსიქოლოგიური ომი" უწოდა.
XS
SM
MD
LG