Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთ ერაყში, ქურთების ავტონომიურ რეგიონში


ჩრდილოეთ ერაყში, ქურთების ავტონომიურ რეგიონში გაიმართა დემონსტრაცია, რომელიც მიმართული იყო

ჩრდილოეთ ერაყში, ქურთების ავტონომიურ რეგიონში გაიმართა დემონსტრაცია, რომელიც მიმართული იყო
თურქეთის პარლამენტის მიერ ოთხშაბათს მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ. საუბარია ჩრდილოეთ ერაყში, ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილებაზე. თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ დახუკში დღეს დაახლოებით 5 ათასი ქურთი შეიკრიბა. ისინი თურქეთის არმიის მოსალოდნელ შეჭრას აპროტესტებდნენ. პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, ანკარა საუბრობდა იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ ერაყში დაბანაკებული ქურთი სეპარატისტები თურქეთის ტერიტორიაზე გადადიან და საფრთხეს უქმნიან მშვიდობას ქვეყანაში. ამერიკა და ერაყი თურქეთს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG