Accessibility links

logo-print

პორტუგალიის დედაქალაქი მასპინძლობს ევროკავშირის 27


პორტუგალიის დედაქალაქი მასპინძლობს ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერთა 2-დღიან სამიტს, რომელიც გაერთიანების

პორტუგალიის დედაქალაქი მასპინძლობს ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერთა 2-დღიან სამიტს, რომელიც გაერთიანების
მუშაობის ახალი საბაზისო ხელშეკრულების გარშემო შეთანხმების მიღწევას ისახავს მიზნად. პორტუგალიაში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი. ლისაბონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა საქართველოსადმი ევროპის მზარდ კეთილგანწყობაზე და ნატოში ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივაზე: (სააკაშვილი ხმა) "აპრილში არის ბუქარესტში სამიტი, ნატოსი და მე ძალიან ბევრს დავდივარ საზღვარგარეთ იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს სერიოზული საერთაშორისო მხარდაჭერა ნატოში საქართველოს ოფიციალურად კანდიდატად ქცევის კუთხით. თუ ჩვენ ეს ყველაფერი კარგად ჩავატარეთ, აპრილის შემდეგ ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხი პრაქტიკულად შეუქცევადი გახდება და ეს იქნება ნამდვილი რევოლუცია ჩვენს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში". მიღწევებთან მიმართებით მიხეილ სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ნაციონალური მოძრაობის როლი და, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ბოლო მნიშვნელოვანი გამარჯვების ხსენების შემდეგ დასძინა, რომ ახლა ნაციონალური მოძრაობა თამაშობს "ევროპის პოლიტიკის უმაღლეს ლიგაში."
XS
SM
MD
LG