Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ირანის ბირთვულ პროგრამასთან


საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, თეირანის სახელით ჩაერთვება

საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, თეირანის სახელით ჩაერთვება
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საიდ ჯალილი. ალი ლარიჯანი კი, რომელიც ამ პროცესს მანამდე უძღვებოდა, თანამდებობიდან გადადგა. ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ირნა" იტყობინება, რომ პრეზიდეტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ლარიჯანის განცხადება გადადგომის შესახებ დღეს დააკმაყოფილა. გადადგომის მიზეზები არ სახელდება. ვრცელდება ცნობა, რომ ეს ცვლილება ხელს არ შეუშლის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს, რომელიც ევროკავშირსა და თეირანს შორის 3 დღეში უნდა გაიმართოს.
XS
SM
MD
LG