Accessibility links

logo-print

გამომძიებელთა ინფორმაციით, პაკისტანის პოლიცია განაგრძობს


გამომძიებელთა ინფორმაციით, პაკისტანის პოლიცია განაგრძობს 3 პირის დაკითხვას ქვეყანაში 18 ოქტომბერს

გამომძიებელთა ინფორმაციით, პაკისტანის პოლიცია განაგრძობს 3 პირის დაკითხვას ქვეყანაში 18 ოქტომბერს
მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით. მანამდე პოლიციამ გამოაქვეყნა თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცის ფოტო. 18 ოქტომბრის აფეთქებები მიმართული იყო პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბენაზირ ბჰუტოს წინააღმდეგ, რომელიც 8-წლიანი იძულებითი ემიგრაციის შემდეგ, სამშობლოში სწორედ იმ დღეს დაბრუნდა. ქალაქ კარაჩიში მომხდარ აფეთქებებს სულ ცოტა 136 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, ხოლო რამდენიმე ასეული დაიჭრა. ბენაზირ ბჰუტოს განცხადებით, ის არასოდეს შეუშინდება ექსტრემისტებისგან მოსალოდნელ საფრთხეს და მისი "სახალხო პარტია" მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს პაკისტანში იანვარში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში. ასეთი განცხადებები პოლიტიკოსმა ქალმა სამაუწყებლო კომპანია "BBჩ"-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
XS
SM
MD
LG