Accessibility links

logo-print

მომავალ კვირაში სომხეთს ირანის პრეზიდენტი


მომავალ კვირაში სომხეთს ირანის პრეზიდენტი ესტუმრება – ასეთ ცნობას სომხეთის

მომავალ კვირაში სომხეთს ირანის პრეზიდენტი ესტუმრება – ასეთ ცნობას სომხეთის
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. 22-23 ოქტომბერს მაჰმუდ აჰმადინეჟადი მოლაპარაკებებს გამართავს სომეხ კოლეგასთან რობერტ კოჩარიანთან და, სავარაუდოდ, ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდება. დაგეგმილია არაერთი ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება. საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ ირანის პრეზიდენტი მოინახულებს მასობრივი ჟლეტის შედეგად ოსმალეთის იმპერიაში დაღუპულთა მემორიალს.
XS
SM
MD
LG