Accessibility links

logo-print

მოსკოვში დააკავეს 25 მოზარდი, რომლებიც


მოსკოვში დააკავეს 25 მოზარდი, რომლებიც შაბათს არაერთხელ დაესხნენ თავს გამვლელებს.

მოსკოვში დააკავეს 25 მოზარდი, რომლებიც შაბათს არაერთხელ დაესხნენ თავს გამვლელებს.
სამართალდამცველი სტრუქტურის ინფორმაციით, დაკავებულები წარმოადგენენ "ფეხბურთის ფანატიკოსების" ჯგუფს. გავრცელებული ცნობით, 14-16 წლის მოზარდები თავს დაესხნენ 46 წლის სერგეი ნიკოლაევს, რომელიც ცემისას გარდაიცვალა. ოდნავ მოგვიანებით, იმავე რაიონში დაიჭრა კიდევ 2 ადამიანი, მათ შორის არის ეროვნებით უზბეკი მეეზოვე. ის საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში მიიყვანეს. პარალელურად საინფორმაციო სააგენტო რია-ნოვოსტი, პოლიციისგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას კიდევ ერთი თავდასხმის შესახებ. ამჯერად საუბარია ტაჯიკეთის მოქალაქეზე.
XS
SM
MD
LG