Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა გეგმა, გაისად


ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა გეგმა, გაისად შეამციროს

ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა გეგმა, გაისად შეამციროს
ერაყში მივლინებული თავისი სამხედროების რიცხვი 100-დან 20-მდე. თავდაცვის მინისტრის, ვლასტა პარკანოვას თანახმად, შემცირება ძალაში შევა 2008 წლის ივლისში. გადაწყვეტილება ახლა პარლამენტის ორივე პალატამ უნდა დაამტკიცოს. ერაყში ჩეხეთის რესპუბლიკის ჯარის შემცირების წინადადება საგარეო საქმეთა მინისტრს, კარელ შვარცენბერგს ეკუთვნის.
XS
SM
MD
LG