Accessibility links

logo-print

ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადყოფნას იუწყება ქურთისტანის


ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადყოფნას იუწყება ქურთისტანის

ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადყოფნას იუწყება ქურთისტანის
მუშათა პარტია თავის უებგვერდზე, თუკი თურქეთი მის პოზიციებს თავს არ დაესხმება და უარს იტყვის გეგმაზე, შევიდეს ჩრდილოეთ ერაყში.
დღესვე გავრცელდა ცნობა, რომ, ხვალ, ბაღდადში ჩასვლამდე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი ბაბაჯანმა კუვეიტში განაცხადა, რომ ანკარა შეეცდება დიპლომატიურ გზა მოძებნოს, სანამ ერაყში ჯარს გააგზავნიდეს.
17 თურქი სამხედროს დახოცვა მოჰყვა კვირას ქურთი მეამბოხეების თავდასხმას თურქ ჯარისკაცებზე, რის შემდეგადაც თურქეთმა დაიწყო ერაყის სასაზღვრო ზოლში შეირაღებული ძალების გაძლიერება. გუშინდელი შეტაკების შემდეგ 8 თურქი სამხედრო უგზოუკვლოდ დაიკარგა. სავარაუდოდ, ისინი ტყვედ ჩავარდნენ. თურქეთის პარლამენტმა გასულ კვირას დართო არმიას ნება, შევიდეს ერაყის ჩრდილოეთში და იქ შეებრძოლოს ქურთ მეამბოხეებს.
XS
SM
MD
LG