Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, რობერტ გეიტსის


აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, რობერტ გეიტსის განცხადებით,

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, რობერტ გეიტსის განცხადებით,
ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქცეს ვაჭრობის საგნად ვაშინგტონ-მოსკოვის ურთიერთობაში. პრაღაში, რადიო "თავისუფლებასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში პენტაგონის მესვეურმა განაცხადა: გეიტსის ხმა: "არა მგონია, სწორი იყოს ამ საკითხისა და რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის ერთმანეთთან დაკავშირება. ყოველ ცალკეულ მოვლენას ჩვენ ცალკე საზომით შევაფასებთ. ნატოში საქართველოსა თუ სხვა ქვეყნების გაწევრიანების შანსებს უნდა ვაფასებდეთ სრულიად დამოუკიდებლად; არ შეიძლება მათი მიბმა სხვა საკითხებთან. ეს შეცდომა იქნებოდა. ნამდვილად არ ვაპირებთ, ნატოში საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი ვაჭრობის საგნად გაქციოთ." რობერტ გეიტსი დღეს ჩეხეთის დედაქალაქს ეწვია, სადაც მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მირეკ ტოპოლანეკს შეხვდა. მოლაპარაკების მთავარი თემა ჩეხეთსა და პოლონეთში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტების განთავსება იყო. გეიტსის თქმით, ვაშინგტონმა მოსკოვს კიდევ ერთხელ შესთავაზა, მონაწილეობა მიიღოს ამ სისტემის შექმნაში. მინისტრმა თქვა, აგრეთვე, რომ ვაშინგტონმა შეიძლება გადადოს ჩეხეთსა და პოლონეთში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ამოქმედება, სანამ ირანიდან მომდინარე საფრთხის კონკრეტულ საბუთებს მოიპოვებდეს.
XS
SM
MD
LG