Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის


საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად
არჩეულ იქნა ბიზნესმენი გოგი თოფაძე. კომიტეტის აღმასკომის წევრებმა თოფაძის კანდიდატურას უპირატესობა მიანიჭეს სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის წინაშე. სხდომაზე ხაბელოვმა განაცხადა, რომ მას ეთნიკური ნიშნით დევნიან. ხაბელოვის გამოსვლას საპასუხო ბრალდებები მოჰყვა კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის გიორგი გაბაშვილის მხრიდან. მინისტრმა ოლიმპიური ჩემპიონი პოლიტიკურ მიკერძოებულობასა და ბადრი პატარკაციშვილისგან “ფულის აღებაში” დაადანაშაულა. ხაბელოვის განცხადებით, იგი არ აპირებს ოლიმპიურ კომიტეტში დარჩენას და უახლოეს მომავალში დატოვებს თანამდებობას. სეოკ-ის პრეზიდენტის გოგი თოფაძე მოვალეობას 14 დეკემბრამდე შეასრულებს, რის შემდეგაც ოლიმპიური კომიტეტი ახალ პრეზიდენტს აირჩევს. სეოკ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა თანამდებობა 14 ოქტომბერს დატოვა.
XS
SM
MD
LG