Accessibility links

logo-print

ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა საერთაშორისო ურთიერთობების კონტექსტში


საქართველოს პრეზიდენტმა 18 ოქტომბერს

კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი საერთაშორისო ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ 2008 წლის აპრილში, ნატოს ბუქარესტის სამიტზე, საქართველომ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP-ი) მოიპოვოს. გუშინწინ რადიო "ეხო მოსკვის" ეთერით გამოსვლისას, ნატოს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში რობერტ სიმონსმა განაცხადა, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე გადასვლა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზეა დამოკიდებული. ნატოში გაწევრიანების საკითხი ქვეყანაში განსჯის ერთ-ერთ უმთავრეს საგნად იქცა. საქართველოში დემოკრატიული რეფორმების ხარისხზე, ინტერესებსა და კონფლიქტებზე საუბართან ერთად სულ უფრო ხშირად განიხილება საქართველოსა და რუსეთის, ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობების მიმართება საქართველოს ნატოში გაწევრიანების პრობლემასთან. ამ თემაზე სასაუბროდ მარინა ვაშაყმაძემ თბილისის სტუდიაში მიიწვია სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე ანდრო ბარნოვი და შალვა ფიჩხაძე, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა ”საქართველო ნატოში”.

(იხ. აუდიოვერსია)

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG