Accessibility links

logo-print

თურქეთის ავიაცია ბომბავს ჩრდილოეთ ერაყში


თურქეთის ავიაცია ბომბავს ჩრდილოეთ ერაყში ქურთისტანის მუშათა პარტიის მეამბოხეთა ბაზებს.

თურქეთის ავიაცია ბომბავს ჩრდილოეთ ერაყში ქურთისტანის მუშათა პარტიის მეამბოხეთა ბაზებს.
საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, თურქეთის ავიაგამანადგურებლებმა და მძიმე შვეულმფრენებმა დღეს რამდენიმე საომარი გაფრენა განახორციელეს. მათი მთავარი სამიზნე იყო ქურთი მეამბოხეების პოზიციები ძნელადმისადგომ მთიან რაიონებში. ანკარაში კი თურქეთის ხელმძღვანელობა განიხილავს ჩრდილოეთ ერაყში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობას. გადაწყვეტილებას უახლოეს საათებში ელიან. ვაშინგტონმა თურქეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა თავშეკავებისკენ. ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ განაცხადა, რომ ერაყის ხელისუფლება ყოველ ღონეს იხმარს, რათა აღკვეთილ იქნეს თურქეთის ტერიტორიაზე ქურთისტანის მუშათა პარტიის რაზმების შეღწევის ნებისმიერი ცდა. თურქეთის პარლამენტმა ამ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ჩრდილოეთ ერაყში სამხედრო ოპერაციის ჩატარების სანქცია მისცა.
XS
SM
MD
LG