Accessibility links

logo-print

აშშ ამკაცრებს კონტროლს ერაყში მოქმედი


აშშ ამკაცრებს კონტროლს ერაყში მოქმედი იმ კერძო კომპანიებისა,

აშშ ამკაცრებს კონტროლს ერაყში მოქმედი იმ კერძო კომპანიებისა,
რომლებიც უშიშროების სფეროში საქმიანობენ. სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის ხელმოწერილი დოკუმენტი ამკაცრებს უსაფრთხოების კერძო კომპანიების მიერ სამსახურში მიღების პროცედურას და ზღუდავს ამ კომპანიების თანამშრომელთა მხრიდან ძალის გამოყენებას. გარდა ამისა, დოკუმენტი ითვალისწინებს მცველთა მომზადებისა და ამერიკელ სამხედროებთან მათი ურთიერთმოქმედების გაუმჯობესებას. ეს ზომები უკავშირდება ბაღდადში, სექტემბერში მომხდარ ინციდენტს, როცა ამერიკელი დიპლომატების დაცვის საბაბით, კომპანია "ბლეკუოტერის" თანამშრომლებმა ქუჩაში ცეცხლი გახსნეს და 17 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. დღეს ვაშინგტონში გამოცხადდა, რომ გადადგა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დიპლომატიური უშიშროების საკითხებში რიჩარდ გრიფინი. გადადგომის შესახებ თავის განცხადებაში გრიფინს "ბლეკუოტერის" საქმე არ უხსენებია, მაგრამ მისი გადადგომა სწორედ იმ ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა, რომლშიც მკაცრად არის გაკრიტიკებული ამ კომპანიის საქმიანობა და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მისი არასაკმარისი კონტროლი.
XS
SM
MD
LG