Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრეზიდენტის აბდულა გიულის თქმით


თურქეთის პრეზიდენტის აბდულა გიულის თქმით, ქვეყანა გადადგამს "ყველა აუცილებელ ნაბიჯს", რათა ბოლო მოუღოს

თურქეთის პრეზიდენტის აბდულა გიულის თქმით, ქვეყანა გადადგამს "ყველა აუცილებელ ნაბიჯს", რათა ბოლო მოუღოს
საფრთხეს ქურთი სეპარატისტების მხრიდან, რომლებიც ჩრდილოეთ ერაყში არიან დაბანაკებული. ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა გიულმა აღნიშნა, რომ პატივს სცემს ერაყის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ თურქეთი ვეღარ მოითმენს, რომ "ერაყის ტერიტორია ტერორისტული საქმიანობისთვის იყოს გამოყენებული". თურქეთი ჩრდილოეთ ერაყში შეჭრითა და სამხედრო ოპერაციის ჩატარებით იმუქრება, თუკი ერაყელი ქურთები და ამერიკის კოალიციის ძალები ვერ აღკვეთენ ქურთისტანის მუშათა პარტიის ძალადობრივ ქმედებებს თურქეთის ტერიტორიაზე. ანკარაში დღეს ჩავიდა ერაყის უმაღლესი ოფიციალური პირებისგან შემდგარი 8-კაციანი დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის აბდელ ყადერ მუჰამედ ჟასიმის ხელმძღვანელობით. დელეგაციის მიზანია თურქეთს გადააფიქრებინოს ერაყის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის ჩატარება.
XS
SM
MD
LG