Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ყურადღებას არ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ყურადღებას არ
ამახვილებს რუსეთის წინააღმდეგობაზე ამერიკის მიერ ირანისთვის დაწესებულ ახალ სადამსჯელო სანქციებთან დაკავშირებით. ამერიკის სატელევიზიო ქსელისთვის, NBC-ისთვის, მიცემულ ინტერვიუში რაისმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის გარკვეული "ტაქტიკური შეუთანხმებლობის" მიუხედავად, არც რუსეთს სურს, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. სანქციები, რომელთა შესახებაც 25 ოქტომბერს გახდა ცნობილი, მიმართულია ირანის რევოლუციური გვარდიის, სამი სახელმწიფო ბანკის, სხვა ორგანიზაციებისა და კერძო პირების საფინანსო ოპერაციების წინააღმდეგ. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თქმით, სანქციები კუთხეში მოაქცევს ისლამურ რესპუბლიკას და ვითარებას გააუარესებს.
XS
SM
MD
LG