Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პორტუგალიაში დღეს დასრულდა ევროკავშირისა და


პორტუგალიაში დღეს დასრულდა ევროკავშირისა და რუსეთის ლიდერთა სამიტი, რომლის მთავარ თემებს

პორტუგალიაში დღეს დასრულდა ევროკავშირისა და რუსეთის ლიდერთა სამიტი, რომლის მთავარ თემებს
ვაჭრობა, ენერგეტიკა და საგარეო პოლიტიკა წარმოადგენდა. სამიტში მონაწილეობდა ვლადიმირ პუტინი, რომლისთვისაც რუსეთის პრეზიდენტის რანგში ეს ამ ტიპის ბოლო ღონისძიება იყო. სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა შედეგებთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოხატა. მან თქვა, რომ მხარეებმა იმსჯელეს რუსეთის ენერგომატარებლებლების დასავლეთ ევროპისთვის მიწოდების გარანტიებზე: (პუტინის ხმა) "შეხვედრის მსვლელობისას აქცენტი გაკეთდა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაზე. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ შევთანხმდით გავაგრძელოთ მუშაობა "წინასწარი გაფრთხილების" მექანიზმის შექმნაზე, რუსეთის ენერგომატარებლების ევროკავშირისთვის მიწოდებასთან და ასევე მოთხოვნასთან დაკავშირებით. საფუძველს წარმოადგენს ინფორმაციის ურთიერთგაცვლა პოტენციური პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ." ევროკავშირსა და რუსეთს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებებს რუსეთის ფოლადის იმპორტის კვოტების გაზრდასთან და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. ვლადიმირ პუტინმა დაადასტურა, რომ რუსეთი მიიწვევს ეუთოს მეთვალყურეებს ქვეყანაში მოახლოებულ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე. პრეზიდენტმა პუტინმა წამოაყენა წინადადება ევროკავშირისა და რუსეთის მიერ ერთობლივი სტრუქტურის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს გააკონტროლებს. წინადადება მოიწონეს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა.
XS
SM
MD
LG